მოიმატა თუ არა თამბაქოს ფასმა საქართველოში

რამდენიმე დღეა მწეველები თამბაქოს კიდევ უფრო ძვირად ყიდულობენ. ცალკეულმა იმპორტიორებმა ფასები კიდევ 10 თეთრით გააძვირეს.  მიზეზებად, ლარის კურსი და წლის დასაწყისიდან გაძვირებული აქციზის გადასახადი სახელდება.

იმპორტიორთა ნაწილი ამბობს, რომ კომპანიები მომხმარებლებს გაძვირებული აქციზის ფონზე, ახალ ბრენდებს აჩვევენ, რომლის ფასი შედარებით ნაკლებია.

იანვრიდან ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა. მოტივად, თამბაქოს მოხმარების შემცირება დასახელდა. დღეს არსებული შედეგით მთავრობა კმაყოფილია. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაგეგმილი 8%-ის ნაცვლად მოხმარება 15%-ით არის შემცირებული. რეალიზატორები კი ამბობენ, რომ მზარდია უფილტრო სიგარეტის მოხმარება.