ნინო კაკაურიძის #ტელედოკი „უხილავი ძაფებით“

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ცხოვრება და შესაბამისად, იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი მაგალითით ამსხვრევენ ამ სტერეოტიპს. ამ ტელეფილმის უსინათლო გმირებმა, მიუხედავად უამრავი სირთულისა, იპოვეს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად სამართავი მათთვის უხილავი ძაფები, ჩასჭიდეს ხელი და დიდი მონდომების, ძალისხმევის, შრომის ფასად დაუმტკიცეს, როგორც სკეპტიკოსებს, ასევე საკუთარ თავს, რომ ხედვა ყოველთვის არ ნიშნავს დანახვას, რომ შეზღუდულ შესაძლებობებთან ჭიდილში, გამარჯვება მიღწევადია და რომ ფიზიკური თავისებურების მიუხედავად, შეუძლიათ იყვენენ წარმატებული პროგრამისტები, მხატვრები, იურისტები და მუსიკოსები…

ტელედოკი

დოკუმენტური ფილმები