სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აუცილებელია მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის განახლება, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევს. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.