ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრია - ზეიმი ერევნის ქუჩებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრად, ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტში გაიმართა. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42  წინააღმდეგი იყო. ახალმა პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი დღეს ხელმეორედ წარადგინეს. ის სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვითაც გამოვიდა.