ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედანზე თოვლი მიიტანეს [ფოტო]
ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედანზე თოვლი მიიტანეს [ფოტო]

ერევანში, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერები მის პრემიერ-მინისტრად არჩევას ზეიმობენ.

გამარჯვების აღსანიშნავად, რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებმა თოვლი მიიტანეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებთან გავიდა და მათ სიტყვით მიმართა.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი რამდენიმე საათის წინ აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტში გაიმართა. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. ახალმა პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი დღეს ხელმეორედ წარადგინეს. ის სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვითაც გამოვიდა.

ფაშინიანმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებს „სიყვარულის რევოლუცია“ უწოდა.