პრემიერ-მინისტრმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა. მთავრობის მეთაურმა რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
ფონდ „ქართუს“ ინვესტიციითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისთვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პრემიერ-მინისტრმა „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა. შენობის გახსნას მიეძღვნა კონცერტიც, რომელსაც ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანთან და ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.