ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი პრეზიდენტს შეხვდა. ცაი ინ-ვენმა ამერიკელ სენატორს ტაივანში ვიზიტისთვისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტაივანის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაგალითი მოიყვანა. თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს მიატოვებს ტაივანს. პეკინმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა, ფუძიანის პროვინციაში კი ბალისტიკური რაკეტები გადაისროლა. პელოსის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ის ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა რეალურად არ აკონტროლებს არც კუნძულს და არც ტაივანის მთავრობას.