ჩხრეკა დონალდ ტრამპის რეზიდენციაში

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი“, – ასე გამოეხმაურა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ფაქტს. ნენსი პელოსი რეზიდენციის ჩხრეკას „საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯად“ აფასებს.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩხრეკა დონალდ ტრამპის პალმ ბიჩის რეზიდენციაში ჩაატარა. როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.