ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა გრძელდება – დღევანდელ პროცესზე ნელი დოროყაშვილი დაიკითხა. მან სასამართლოს წინაშე საქმეში არსებული სხვადასხვა ეპიზოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა. გამოიკვლიეს ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერებიც, სადაც დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ჩოგნის ჩანთის მოქნევა ჩანს.
ნელი დოროყაშვილის განმარტებით, აღნიშნული ჩანთა მას სხეულის ნაწილზე მოხვდა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნული ფაქტი უარყო.
ნელი დოროყაშვილის დაკითხვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება.