იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების ნეპოტიზმის წესით დანიშვნაზე საუბრობს. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო მსჯელობს მოსამართლედ განაწესოს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი. არამოსამართლე წევს, გზირიშვილის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. მისი თქმით, ამ კუთხით ის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.