ნაზი ჯანეზაშვილის ბრიფინგი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს საბჭოს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ნინო ქადაგიძე სხდომებს არ ესწრებოდა, როდესაც საერთო სასამართლოების სისტემაში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო და არცერთ მათგანზე ნინო ქადაგიძეს პასუხისმგებლობა არ აუღია.