ნატო-ს საგანგებო სხდომა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ერაყის საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს საგანგებო სხდომა მოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა 6 იანვარს, 15:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ირანელი გენერლის მკვლელობა აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს. გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.