საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ბანკირების წარმომადგენლებმა. დისკუსიას ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აუდიენციები მომავალშიც გაგრძელდება.