შალვა ნათელაშვილმა ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფის მომატება გააპროტესტა. ის სემეკ-თან თანამოაზრეებთან ერთად მივიდა. ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ 18 წლის განმავლობაში სწორედ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებისთვის იბრძვის, თუმცა უშედეგოდ.