აშშ-ში წინასაარჩევნო რბოლა გრძელდება – ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თანახმაა, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატები 4 სექტემბერს გამართოს. უცნობია, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას თავად კამალა ჰარისი. ის ჯერ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა მედიაში წერენ, რომ გასული თვეში ჰარისის კამპანიამ იმაზე მეტი თანხა შეაგროვა, ვიდრე ტრამპის. ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის, ვის ექნება უპირატესობა ნოემბერში ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ დებატებზე გამოჩნდება.
თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.