თბილისი რიგით 25-ე ჯაზ-ფესტივალისთვის ემზადება – ხვალიდან 9 ივლისის ჩათვლით, ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები წარდგებიან. დაიანა რივზი ვარსკვლავური ბენდით, მისტიკური პროექტი, „ქროს ქურენთს ტრიო“ და 21-ე საუკუნის ჯაზმენი, ვიჯეი აიერი თავის ბენდთან ერთად. ორგანიზატორები მელომანებს წელსაც დაუვიწყარ დღეებს ჰპირდებიან.
საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“.