შავი ზღვის ჯაზფესტივალი

დღეს სრულდება შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელმაც გუშინ ელ მაკქეისა და „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსს“ უმასპინძლა. კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართა. ლეგენდარული Earth, Wind & Fire-სა და ასევე ლეგენდარული გიტარისტის, 6 გრემის მფლობელის, ელ მაქკეის პერფორმანსი შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდა. Earth, Wind and Fire 70-იანი წლების თაობისთვის კარგად ცნობილი ჯგუფია. ახალი კოლექტივიც ერთგვარად მათი ხაზის გამგრძელებელია.