Imagine Dragons-ის კონცერტამდე ორი დღე რჩება – 31 აგვისტოს თბილისი მსოფლიოში ცნობილ ამერიკულ როკ ბენდს უმასპინძლებს. Imagine Dragons საქართველოს ახალი ალბომის „მერკურის“ მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. კონცერტი, რომელსაც 30 ათასამდე მაყურებელი დაესწრება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ამ ეტაპზე აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ბენდები საქართველოს კამპანია „სტარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში სტუმრობენ.
შემდეგი ბრუნო მარსის კონცერტი იქნება, რომელიც პირველ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება.