მწერალთა სახლში ბერძენი მოქანდაკის გელა კესიდის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ბერძენი მოქანდაკის გელა კესიდის ხელოვნების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა დღეს მწერალთა სახლში. გელა კესიდი საქართველოში დაიბადა. განათლება საქართველოში მიიღო, დაამთავრა სამხატვრო აკადემია. გასული საუკუნის 90 წლებიდან კი საცხოვრებლად სალონიკში გადავიდა.

სკულპტორი თავის შემოქმედებაში  ბერძნულ, არქაულ და ნეოარქაულ მოტივებს იყენებს, ასევე ქართული ქანდაკების ტრადიციებს. მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.

წიგნი ასოციაცია ,,კულტურათა დიალოგი 21–ე საუკუნის” ორგანიზებით  და  ,,განათლების ფონდის” მხარდაჭერით გამოიცა.