შიო ხეცურიანის პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში"
შიო ხეცურიანის პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის შიო ხეცურიანის პროგრამის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდეტი ლევან კობიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, კოტე ტუღუში, გიორგი ცინცაძე და სხვა ვეტერანი თუ მოქმედი კალათბურთელები ესწრებოდნენ.

„დღეს ქართულ კალათბურში იხარჯება 10 მილიონ 300 ათასი ლარი, რაც საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული თანხის 95% არის სახელმწიფო ინვესტიცია და დაფინანსება. ჩვენ გვსურს სახელმწიფოს მხარდაჭერასთან ერთად ბიზნესის ჩართულობაც წამოვიდეს წინა პლანზე“ – აღნიშნა შიო ხეცურიანმა.


„ერთად განვავითაროთ კალათბურთი“ – ეს გახლავთ შიო ხეცურიანის და მისი გუნდის მთავარი დევიზი, ხოლო კალათბურთის 10 წლიანი განვითარების გეგმის ტოპ 10 აქტივობა ასე გამოიყურება:-

1.კალათბურთი ჩვენი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში.
2.პრიორიტეტი ბავშვთა პროგრამის განვითარება.
3.ბავშვების განათლება და ჩართულობა კალათბურთში.
4.დამოუკიდებელი არბიტრაჟის შექმნა.
5.მონიტორინგის სამსახური.
6.საკალათბურთო რეესტრი.
7.კალათბურთის განვითარება რეგიონებში.
8.ევრობასკეტის მასპინძლობის მოპოვების უფლება.
9.განვითარების საბჭოს შექმნა.
10.მარკეტინგული აქტივობა.


საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 11 დეკემბერს გაიმართება.