„მუსიკალური საღამოები“ საქართველოს ოთხ ქალაქში

დღეს ქვეყნის ოთხ ქალაქში „მუსიკალური საღამოები“ გაიმართება. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ქედაში, ოზურგეთში, სენაკსა და ვანში საღამოს ღონისძიებისთვის აქტიური სამზადისი უკვე მიმდინარეობს. მონტაჟდება სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი პავილიონები. ღონისძიებაზე მისული სტუმრებისთვის დღის ბოლოს თბილისიდან ჩასული მუსიკოსები იმღერებენ.

სენაკში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, რომელიც განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირდა, საღამოს შვიდი საათიდან გამოფენა-გაყიდვა და კულინარიული მასტერკლასები გაიმართება. მოეწყობა სადეგუსტაციო კვების ზონა და საბავშო სივრცე. ღონისძიებას გალაკონცერტი დაასრულებს.