მუსიკალურ-კულტურული ცენტრი პიანისტ ვახტანგ აბრამიშვილის სოლო კონცერტზე გვიწვევს

დღეს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ვახტანგ აბრამიშვილის სოლო კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტი, რომელიც ორ განყოფილებას მოიცავს, ცენტრის მცირე სცენაზე ჩატარდება. მუსიკოსი სხვადასხვა პერიოდის დიდი კომპოზიტორების ცნობილ ნაწარმოებებს შეასრულებს.

ახალი დღე