ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია - შეფასებები

პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან ხუთი გუბერნატორი გაათავისუფლა. თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა. პოსტზე დარჩნენ კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და გურიის გუბერნატორები. იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისას დატოვა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენს.

რეგიონებში საკადრო ცვლილებებს უკვე მოყვა პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები.