მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ცნობილია. კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, თვითდასაქმებულები, სოციალურად დაუცველები და მოწყვლადი ჯგუფები – ეს ის კატეგორიებია, რომლებიც სახელმწიფოსგან შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. გაირკვა, რომ ექვსი თვის განმავლობაში 1 200 ლარი გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პანდემიის გამო, სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან. ჯამში საუბარია 350 000-მდე ადამიანზე.
ერთჯერადი დახმარება გათვალისწინებულია თვითდასაქმებულებისთვის, თუმცა, გარკვეული პირობების დაცვით. სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა საშემოსავლო გადასახადებისგან გარკვეული კომპანიებისა და დასაქმებულ პირთა რამდენიმე კატეგორიის გათავისუფლებასაც გულისხმობს.
წარმოდგენილია კიდევ ერთი – ბიზნესის დახმარების გეგმა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. საერთო ჯამში, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმებისთვის 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის დახარჯვას აანონსებს.