მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. ის გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

შალვა თადუმაძე მაია ცქიტიშვილს შეცვლის, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე 2 საათია მიმდინარეობს.

პრემიერმა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს მედიასთან განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.