მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით, შესაძლო თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. თადუმაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებების რესტრუქტურიზებაზე.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ საქმეზე ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.