ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. მეათე საშეჯიბრო დღეს, დიდველის მთაზე გაიმართება სნოუბორდ კროსის ფინალი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. გაიმართება ჰალფ ფაიფის კვალიფიკაცია და ბიგ ეარის ვარჯიშები. ჩემპიონატი შვიდ სახეობაში იმართება, სამი სახეობა უკვე ჩატარდა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან დადებითი შეფასებებიც გაკეთდა. ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობს 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.