ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს დიდველის მთაზე ფრისკისა და სნოუბორდის სლოუფსთაილის საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს. პარალელურად, ვარჯიშები ტარდება ჰალფ ფაიფის დისციპლინაში. ჯამში შეჯიბრებები 7 სახეობაში ტარდება. სამი მიმართულებით უკვე გაიმართა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან დადებითი შეფასებებიც მიიღო.
ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობს 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.