ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს დიდველის მთაზე ფრისკისა და სნოუბორდის სლოუფსთაილის საკვალიფიკაციო ეტაპები გაიმართება. შეჯიბრებები შვიდ სახეობაში ტარდება. სამი მიმართულებით უკვე გაიმართა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან დადებითი შეფასებებიც მიიღო.
ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობს 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.