მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტსა და საფრანგეთის სპორტის მინისტრს შეხვდა. დისკუსია მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული საკითხები და ჩატარებული მოსამზადებელი პროცესი. 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია.

ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნისა და 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.