მსოფლიო ბანკის კვლევა

საქართველოს ბიზნესს გარემო თითქმის ყველა ასპექტში გაუმჯობესებულია როგორც მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით. ინფორმაცია მსოფლიო ბანკის საწარმოთა გამოკითხვის მიხედვით ვრცელდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, როგორც კორუფციის, ასევე რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უმრავლეს ინდიკატორებში საქართველო არის წამყვან პოზიციაზე და უკეთესი მაჩვენებლები აქვს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით.