საქალაქო სასამართლოში ეროვნული მუზეუმის ყოფილი მმართველის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული მუზეუმის ყოფილი მმართველის ეკატერინე კიკნაძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც სასამართლოს დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, მოსარჩელე მხარეს კიდევ ერთი მოწმის დაკითხვაზე ჰქონდა შაუმდგომლობა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა და ის მომდევნო პროცესზე დაიკითხება.
მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციის დადასტურებას, განაცდურის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვს. ეკატერინე კიკნაძის განცხადებით, ის სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. საქმის განხილვა 21 სექტემბერს გაგრძელდება.