მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა. მოსამართლეობის მსურველებს ექვსი საათის განმავლობაში ხუთ კითხვაზე უნდა გაეცათ არგუმენტირებული პასუხები. პასუხებს კი კომისიის ორი წევრი დამოუკიდებლად შეაფასებს და იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაწერილი ქულები ერთმანეთს არ დაემთხვა, პროცესში კომისიის თავმჯდომარე ჩაერთვება.
გამოცდაზე გასულმა პირებმა მინიმუმ 15 ქულა უნდა მიიღონ. არსებობს გასაჩივრების მექანიზმიც.