ერთიანი ეროვნული გამოცდები

39 000 აბიტურიენტი სტუდენტის სტატუსისთვის იბრძვის. ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

მესამე სექტორის არაერთი მოთხოვნის და პროტესტის მიუხედავად, საგამოცდო პროცესი ცენტრების დიდ ნაწილში კვლავ ჰაერის გამაგრილებელი სისტემის გარეშე მიმდინარეობს. პრემიერის გაფრთხილების შემდეგ კონდიცირების სისტემა მხოლოდ ოთხ საგამოცდო ცენტრშია დამონტაჟებული.

მრავალწლიანმა პრობლემამ წლევანდელი გამოცდების განრიგი უკვე შეცვალა, თუმცა მომავალში, შესაძლოა, უფრო მასშტაბური ცვლილება მოხდეს.

შესაბამისმა უწყებებმა ეროვნული გამოცდების სხვა სეზონზე ჩატარებაზე დაიწყეს ფიქრი.