12 საჯარო სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

12:23, 24.10.2019

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები, სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება, – ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი