პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. ხმათა უმრავლესობით უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე. მანამდე მათ მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.
კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად „ლელოსა“ და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლებმა დატოვეს.