რეკორდული სიცხე ევროპაში. ესპანეთსა და პორტუგალიაში 48 გრადუსს ელოდებიან. გამოცხადებულია განგაშის წითელი დონე. მეტეოროლოგიური სამსახური, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელ ზაფხულს პროგნოზირებს.
გაუსაძლისი სიცხე მოსალოდნელია საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთშიც. სპეციალისტები ჰაერის ტემპერატურის რეკორდულ მატებას გლობალურ დათბობას უკავშირებენ.