მოლაპარაკება ლავროვსა და ჩავუშოღლუს შორის

მარცვლეულის ექსპორტზე კრემლი მზადაა, ოთხმხრივი შეხვედრა გამართოს სტამბოლში გაერო-სთან, თურქეთთან და უკრაინასთან ერთად. აღნიშნულის შესახებ სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მარცვლეულის საკითხზე გაერო-ს გეგმა მისაღებია.

დისკუსია ანკარაში შედგა. მთავარი თემა შავ ზღვაში მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო დერეფნის ფორმირება იყო. მხარეებმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების კონტექსტში შესაძლო დისკუსიის განახლების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. ასევე, იმსჯელეს რეგიონულ საკითხებზე მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და სირიის თემები. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ასევე შედიან თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები.