ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა. მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მეზობლები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც კამათი დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.