თბილისში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. ის ამ დროისთვის ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი გამოკითხვა მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. უწყების ცნობით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის თანამშრომელია. სწორედ ამიტომ, საქმე ძიებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი და დაკავებული მეგობრები იყვნენ. მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაკავებული სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო.