მკვლელობა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე – არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა ცივი იარაღით კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა დაღუპულის ორი მცირეწლოვანი შვილი.
საქმე ქალაქის მთავარ სამმართველოში აღიძრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.