ამ წუთებში ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა, აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდება. სასამართლო სხდომას ესწრება მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი. საქმე ეხება 22 მაისს აჭარის პოლიციაში შესულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ახლობლები 2003 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ცივი იარაღით, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა, რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად, ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხა.