მკვლელობა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული და ეჭვმიტანილი პოლიციელები არიან. ორივე მათგანი განყოფილებაში მორიგეობდა და შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დანაშაული, სავარაუდოდ, ტაბელური იარაღითაა ჩადენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ფოთის პოლიციას წუხელვე ჩაბარდა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმეს პროკურატურა იძიებს.