ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. თუმცა რა პოზიცია აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამაზე უფლებადამცველს არ უსაუბრია. მანამდე კი საგამოძიებო უწყებაში სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხეს მოწმეებმა. თელავის პროკურატურაში, ქალაქის მერიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომლებიც დაკავებულის მანქანაში იმყოფებოდნენ, მათგან ერთ-ერთმა წუხელ მცირედი დაზიანებაც მიიღო.
საქმეს პროკურატურა იძიებს, უწყების ცნობით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამართალდამცველი და გარდაცვლილი ზურა საჩიშვილი, ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. მკვლელობა კი ახმეტა-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იარაღიდან დაახლოებით ექვსჯერ გაისროლეს. კლინიკის დირექტორი ადგილზე გარდაიცვალა.