ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა.
დაჭრილია თავად მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულიც, რომელიც ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირი უკვე დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.