მკვლელობა რუსთავში - ბრალდებულთა წრე გაფართოვდა

რუსთავში მომხდარ დანაშაულზე კიდევ ერთი პირია დაკავებული – სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული პირის ძმა დააკავეს. მას გამოძიება იმ იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რომლითაც გიორგი ორველაშვილმა ოთხი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაშვილი, რომელსაც 15-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სამი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი ფაქტი დღეს თვითმხილველებმა „მოამბესთან“ კიდევ ერთხელ, ქრონოლოგიურად გაიხსენეს – გიორგი იდუკაშვილის რეპორტაჟი.