აჭარაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლე, საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.