ადვოკატების პოზიციას ვეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდართან დაკავშირებით,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„მომხდარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით მათი გადარჩენა, მზად ვიყავი ამისთვის. ის გარემოება, რომ ცხოვრებისგან არავინაა დაზღვეული, მეც გამიგია. ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, ტრაგედიას. ბევრი ოჯახი განადგურდა ამით.
ადვოკატების პოზიციას ვეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდართან დაკავშირებით“,– განაცხადა სუბელიანმა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით გუშინ დააკავეს.
ერთ-ერთი მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.