მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლა დღეს საზეიმოდ დაიხურა – თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე იტალიური გრანდის კემპი, 25 ივნისს დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 100 ბავშვი ვარჯიშობდა.
დახურვის ცერემონიაზე დაასახელეს ის ორი ბავშვი, რომლებიც მწვრთნელებმა ერთკვირიანი ვარჯიშების დროს შეარჩიეს და „ინტერში“ სტაჟირებაზე მიიწვევენ – “გაგრას” 10 წლის ფეხბურთელი ლუკა ლომთათიძე და “საბურთალოს” 12 წლის წევრი ბუბუ ღოღობერიძე. იტალიურ გრანდთან საქართველოს პარტნიორობის იდეა ორგანიზაცია „თავისუფალ ფეხბურთს“ ეკუთვნის.