თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის პროცესი ჩატარდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე გამოიკითხა. კალანდიას ადვოკატმა კი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა და კალანდია პატიმრობაში დატოვა. შემდეგი პროცესი 9 იანვარს ჩაინიშნა.